ფილმი ინგლისის ისტორიიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღზე - 1066 წლის 14 ოქტომბერზე მოგვითხრობს. ეს არის დღე, როდესაც ბრძოლა ჰასთინგსთან მოხდა. ნორმანდიელი ჰერცოგი თავისი 10 000-იანი რაზმით შეებრძოლა ჰაროლდ მეორეს და დაამარცხა იგი. ფილმი მოგვითხრობს მნიშვნელოვან და მძიმე ეპოქაზე ინგლისის ისტორიიდან. ეპოქა, როდესაც ხდებოდა მკვლელობები, ქურდობები, შეთქმულებები, ღალატი, გაუპატიურება და ა.შ.