მთავარი გმირი ალექსანდრე გავლენიანი ბიზნესმენია. გადატვირთული დღის შემდეგ მას თავისი მეგობარი და დამხმარე დიმიტრი რესტორანში მიჰყავს. დიმიტრის უკვირს: მათ იქ არც საქმიანი პარტნიორები, არც მეგობრები ელიან. მხოლოდ მდუმარე მომსახურე პერსონალია და ბევრი სასმელი. როდესაც კარები შიგნიდან იხურება, მეგობრები ერთმანეთის პირისპირ რჩებიან მთელი ღამე...